სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი (გადარიცხვები) - ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა
Tbcbank
Job details
- ONSITE
- FULL_TIME
- თბილისი
- Georgia
- Verified 2026-11-24
- Source: Tbcbank public SMARTRECRUITERS source
Original job description
კომპანიის აღწერაჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერილობათიბისის, ციფრული ბიზნესის განვითრარების ლიგაში - გადახდები/ გადარიცხვების მიმართულებით ვეძებთ - სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერს!
ძირითადი პასუხისმგებლობები
- ციფრული გადახდის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების პროცესის მართვა Product Owner-თან ერთად;
- პროდუქტის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა, ბექლოგის მართვა და შედეგებზე (OKR/KPI) პასუხისმგებლობა;
- ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და მათი ტექნიკურ გადაწყვეტილებებად გარდაქმნის პროცესის კოორდინაცია;
- პროდუქტის განვითარების სრული ციკლის მართვა — დაგეგმვიდან ტესტირებასა და დანერგვამდე;
- Agile/Scrum პროცესების წარმართვა და გუნდის ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესება;
- დეველოპმენტ გუნდის ლიდერობა, მისი ეფექტიანობისა და პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;
- ბანკის სხვადასხვა გუნდთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტექნოლოგიურ პარტნიორებთან თანამშრომლობა.
- ციფრული პროდუქტების განვითარების გამოცდილება;
- დეველოპმენტ გუნდის მართვის გამოცდილება;
- Agile/Scrum პროცესების კარგი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
- ტექნიკურ გუნდებთან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის გამოცდილება;
- Mobile/Web აპლიკაციების განვითარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საბანკო ან საფინანსო ტექნოლოგიების (Fintech) სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გადახდების (Payments) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Related jobs
- Senior Technical Product Manager – Search Metadata & Enrichment at Poland and Middle-Eastern Europe
- Senior Technical Product Manager – Data Ingestion Services at Poland and Middle-Eastern Europe
- Lead Product Manager, Growth at Cloudinary
- Product Manager - Storage at Mistral.ai
- Werkstudent Application Management & IT Services (all gender) at ALTEN
- (Associate) Product Manager- Settlement Services (m/f/x) at Scalablegmbh